არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნების პროცესში არალეგიტიმურად ჩაერია, რაც დაინახეს დამკვირვებლებმა, ასევე მთელმა საზოგადოებამ
არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნების პროცესში არალეგიტიმურად ჩაერია, რაც დაინახეს დამკვირვებლებმა, ასევე მთელმა საზოგადოებამ

მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა საპარლამენტო არჩევნების პროცესში არალეგიტიმურ ჩარევას. ეს დაინახეს, როგორც დამკვირვებლებმა, ასევე მთელმა საზოგადოებამ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„რაც შეეხება მის დაპირებებს ჩამოსვლასთან დაკავშირებით, გვახსოვს, რომ ის წლებია, ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან საზღვართან, ხან თვითმფრინავით, ხან ფეხით საქართველოში ჩამოდის. როგორც თავად აანონსებს, აქამდე არაერთხელ უნდა იყოს ნამყოფი, მაგრამ როდის ჩამოვა, ალბათ ეს მისმა მეგობრებმა იციან პარტიაში.

პირდაპირ გეტყვით, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური წარსულის ნაწილი, მას აქვს პრობლემები თავის წარსულთან და ბევრ კითხვაზე აქვს პასუხები გასაცემი. შესაბამისად, თუ საქართველოში ჩამოვა, პირველ რიგში, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს“, – განაცხადა თალაკვაძემ.