არჩილ თალაკვაძე - მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პოზიციები დავაახლოოთ, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება
არჩილ თალაკვაძე - მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პოზიციები დავაახლოოთ, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პოზიციები დავაახლოოთ, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მეორე შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოლაპარაკებები გრძელდება. მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია. მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პოზიციები დავაახლოოთ, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მოლოდინი არ გვაქვს, რომ ამ ფორმატში, პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი ამოიწურება, მზად ვართ, ეს დიალოგი გავაგრძელოთ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში.

ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებშია პოლიტიკური სტაბილურობა, მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობის მოძებნა პოლიტიკურ პარტიებს შორის და ჩვენს მიერ ჩატარებული დემოკრატიული რეფორმები და საპარლამენტო არჩევნები ამის შესაძლებლობას ნამდვილად აძლევს ყველას და მოდით, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.