არჩილ თალაკვაძე - ჯიმ რიშის განცხადება მე უფრო ისე გავიგე, რომ იმედგაცრუებულია ოპოზიციის შედეგებით
არჩილ თალაკვაძე - ჯიმ რიშის განცხადება მე უფრო ისე გავიგე, რომ იმედგაცრუებულია ოპოზიციის შედეგებით

ჯიმ რიშის განცხადება მე უფრო ისე გავიგე, რომ იმედგაცრუებულია ოპოზიციის მიერ მიღებული შედეგებით, ოპოზიციას შესაძლებლობა ჰქონდა, მეტი მხარდაჭერა მიეღო, – ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ამერიკელი სენატორის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ „საქართველოში ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს“.

„ჯიმ რიშის განცხადება მე უფრო ისე გავიგე, რომ ის იმედგაცრუებულია ოპოზიციის მიერ მიღებული შედეგებით, ვინაიდან ამ არჩევნებში საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით და საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, ოპოზიციას შესაძლებლობა ჰქონდა, კონკურენტულ რეჟიმში მიეღო მეტი მხარდაჭერა. თუმცა „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში მიღებული მხარდაჭერა ჰქონდა, რომელიც იყო ნამდვილი, ლეგიტიმური და შვიდთვიანი ხელოვნური საბოტაჟი და კრიზისი იყო, რაშიც რიშის ჩართულობა, ასევე ჩვენი ევროპელი კოლეგების ჩართულობა გახდა საჭირო, რათა მოლაპარაკებები დასრულებულიყო, ოპოზიცია შემოსულიყო პარლამენტში.

რასაკვირველია, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ მიერ მიღებული შედეგი იყო ლეგიტიმური და ნამდვილი. პირადად მე, ასე წავიკითხე ეს განცხადება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.