არჩილ თალაკვაძე – არც ერთ დასავლურ სახელმწიფოში არ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში ის პოლიტიკოსები, რომელთაც ბრალი მიუძღვით უმძიმეს სისტემურ დანაშაულებში

21:00, 12.02.2020

არც ერთ დასავლურ სახელმწიფოში არ მოხდება ხელისუფლებაში იმ პოლიტიკოსების დაბრუნება, რომელთაც ბრალი მიუძღვით უმძიმეს სისტემურ დანაშაულებში და რომელთაც აქვთ უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს შეიძლება მხოლოდ საქართველოში, მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა სატელიტებმა სცადონ. ისინი რეალურად ძალადობენ ჩვენ საზოგადოებაზე, ერთხელაც ნორმალური ბოდიში და ნორმალური შეფასება მათი მხრიდან არ მოგვისმენია.

დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ დასავლეთ ევროპაში ასეთ პოლიტიკოსებს, ასეთ პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკაში და პოლიტიკურ ზედაპირზე დაბრუნების შანსი ექნებოდათ ნულოვანი.

თუმცა, სამწუხაროა, რომ საქართველოში ისინი საზოგადოებაზე ძალადობით ცდილობენ ამის გაკეთებას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი