არჩილ თალაკვაძე ამერიკელ კონგრესმენებს, ალექს მუნისა და ენდი ჰარისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა

22:32, 08.05.2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკელ კონგრესმენებს, ალექს მუნისა და ენდი ჰარისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ვითარება, პოსტკრიზისული პერიოდის სოციალური და ეკონომიკური პროგრამები და მათი დაფინანსება, მსხვილი კორპორაციების და საწარმოების საქართველოში გადმოტანის შესაძლებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები – ეს ის საკითხებია, რომელიც არჩილ თალაკვაძემ ამერიკელ კონგრესმენებთან განიხილა.

კონგრესმენები ალექს მუნი და ენდი ჰარისი წარმომადგენელთა პალატის საფინანსო სერვისების კომიტეტს წარმოადგენენ, რომელიც სხვადასხვა სფეროს და პარტნიორი ქვეყნების დაფინანსებაზეა პასუხისმგებელი.​

მსგავსი