არჩილ თალაკვაძე - ახალუბნის მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საკითხზე ყველა საჭირო ღონისძიებას ვატარებთ
არჩილ თალაკვაძე - ახალუბნის მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საკითხზე ყველა საჭირო ღონისძიებას ვატარებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ საქართველოს შვიდი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ყველაფერი კეთდება მათ გასათავისუფლებლად.

„სოფელ ახალუბნის მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საკითხზე ყველა საჭირო ღონისძიებას ვატარებთ. ჩართულნი არიან შესაბამისი სამსახურები, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დავადგინოთ მათი ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს“, – აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქში“.

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სოფელ ახალუბანში გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, ტარიელ ვათიაშვილმა დაუდასტურა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.