არჩილ თალაკვაძე - 2019 წელი ინფრასტრუქტურის წელი იქნება
არჩილ თალაკვაძე - 2019 წელი ინფრასტრუქტურის წელი იქნება

შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელი იქნება ინფრასტრუქტურის წელი სხვა პრიორიტეტებთან ერთად, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ახალქალაქში, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი ახალი პროექტი განხორციელდება ყველა რეგიონში. პარლამენტარები კი,  საზოგადოებასთან აქტიურ კონტაქტზე იქნებიან.

„ჩვენ აქ გავახმოვანეთ გეგმები, რომელიც სამცხე-ჯავახეთისთვის მომდევნო წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული. ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება მთელი საქართველოს მასშტაბით. შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელი ეს იქნება ინფრასტრუქტურის წელი სხვა პრიორიტეტებთან ერთად და ძალიან ბევრი ახალი პროექტი განხორციელდება ყველა რეგიონში. ეს ნიშნავს, რომ იქნება კიდევ უფრო მკაცრი, კიდევ უფრო ეფექტური მართვა. დეპუტატები, მაჟორიტარები პასუხისმგებლები ვართ, რომ თვალი მივადევნოთ ამ განვითარებას, ძალიან აქტიურად ვიქნებით კონტაქტზე საზოგადოებასთან“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.