არჩილ მალაყმაძის ვერცხლი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე #1TVSPORT
არჩილ მალაყმაძის ვერცხლი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე #1TVSPORT

ფინეთში მიმდინარე 20 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე არჩილ მალაყმაძე ატაცში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში ჯერ 133, შემდეგ კი 136 კგ. დაძლია და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.

აკვრაში არჩილ მალაყმაძის შედეგი 161 კგ-ია და ის საბოლოოდ მეხუთე იყო.

მან ორჭიდის ჯამში 297 კგ. დააფიქსირა და მეხუთე ადგილზე გავიდა.