არჩილ მალაყმაძე ატაცში ბრინჯაოს მედლის მფლობელია

22:26, 21.10.2019

ბუქარესტში, იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე არჩილ მალაყმაძემ ატაცში 144 კგ. დაძლია და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. საქართველოს ნაკრების წევრმა აკვრაში 167 კგ-ით მეექვსე შედეგი დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში კი არჩილ მალაყმაძის შედეგი 311 კგ. და მეოთხე ადგილია.

22 ოქტომბერი:

61 კგ. – გოდერძი ბერდელიძე – 12:00 სთ.
67 კგ. – გოგა ჩხეიძე – 17:30 სთ.

მსგავსი