არჩილ და შოთა არველაძეები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ​
არჩილ და შოთა არველაძეები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ​

არჩილ და შოთა არველაძეები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ.

ძმებმა არველაძეებმა ვაქცინა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში გაიკეთეს.

„ავიცერით მე, მეუღლე, ჩემი ძმა და შვილებსაც ავაცრევინებ. ვინც ჩვენსავით ფიქრობს, აუცილებლად უნდა აიცრას. ძალიან მინდოდა, რაც შეიძლება მალე გამეკეთებინა ვაქცინა. მადლობა ყველას, ვინც ამის საშუალება მოგვცა“, – განაცხადა არჩილ არველაძემ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ.

შეგახსენებთ, ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან იყო შესაძლებელი. „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი კი 4 მაისიდან დაიწყო.

დატოვე კომენტარი