არჩილ ბერიძე - „ტრაბზონსპორთან“ აზაროვის ტრანსფერზე მოლაპარაკება არ ჩაშლილა #1TVSPORT
არჩილ ბერიძე - „ტრაბზონსპორთან“ აზაროვის ტრანსფერზე მოლაპარაკება არ ჩაშლილა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან ირაკლი აზაროვის ტრანსფერზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

თურქული მედიის ცნობით, „ტრანზონსპორთან“ ირაკლი აზაროვის ტრანსფერზე მოლაპარაკება საქართველოს ჩემპიონის მიერ სატრანსფერო თანხის გაზრდის გამო ჩაიშალა.

„ეს ხმები სიმართლეს არ შეეფერება. აზაროვის თაობაზე „ტრაბზონსპორთან“ ჩვენი მოთხოვნილი თანხა არაა პრობლემა. უბრალოდ, ფეხბურთელის გადასახადებთან დაკავშირებით დეტალებია დასაზუსტებელი და შესათანხმებელი“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძემ.

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტის თქმით, აზაროვის დარჩენა სურს, მაგრამ მოთამაშის სურვილს არ შეეწინააღმდეგება:

„მინდა, რომ ირაკლი ბათუმის „დინამოში“ დარჩეს და ჩემპიონთა ლიგაზე მოგვეხმაროს, მაგრამ ფეხბურთელს ასეთ ძლიერ კლუბში ძალების მოსინჯვა თუ სურს, მისი გაჩერება არასწორი იქნება. ასე რომ, მოლაპარაკება არ ჩაშლილა და ტრანსფერის განხორციელება გამორიცხული არ არის“, – გვითხრა არჩილ ბერიძემ.