არჩილ ბერიძე - „საბურთალო“ ჩვენი კონკურენტია, მაგრამ ივანწმინდას საფარზე არ უნდა ითამაშონ
არჩილ ბერიძე - „საბურთალო“ ჩვენი კონკურენტია, მაგრამ ივანწმინდას საფარზე არ უნდა ითამაშონ

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 33-ე ტურში, „ჩიხურამ“ ბათუმის „დინამო“ ივანწმინდას მოედანზე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ბათუმელები მიიჩნევენ, რომ მატჩი არაობიექტური მსაჯობის გარდა, მოედნის ცუდი საფარის გამოც წააგეს.

არჩილ ბერიძე აცხადებს, რომ ივანწმინდას სტადიონზე ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგის თამაშები აღარ უნდა დანიშნოს.

„ცუდი საფარი დიდი პრობლემაა. ჩვენ ლიგა 2-ში თამაშის ანგისაში თამაშის დროსას ბევრი გულშემატკივარი გვყავდა. მაგრამ მაშინ საკუთარ არენაზე თამაშზე უარი იმიტომ ვთქვით, რომ კარგ საფარზე გვეთამაშა და ქუთაისში წავედით. ისე მსაჯობაზე, რაც საჩხერესთან იყო და ისეთი მოედანზე, როგორზეც ეს მატჩი ჩავატარეთ, რამეს მივაღწევთ?“ – ამბობს არჩილ ბერიძე.

მიუხედავად იმისა, რომ „საბურთალო“ ბათუმელთა კონკურენტია, ბათუმის „დინამოს“ მეპატრონე მოითხოვს, რომ საჩხერის „ჩიხურასთან“ გასვლითი შეხვედრა ივანწმინდას მოედანზე მისი კონკურენტიც არ უნდა ათამაშონ.

„საბურთალო“ ჩვენი კონკურენტია, მაგრამ კატეგორიულად ვამბობ – ფეხბურთი თუ გვინდა, ბოლოსწინა ტურში თბილისელებმა საჩხერის „ჩიხურასთან“ ასეთ მინდორზე არ უნდა ითამაშონ” – აცხადებს ბერიძე.

„ჩიხურასა“ და „საბურთალოს“ შეხვედრა 24 ნოემბერსაა დაგეგმილი. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 35-ე ტურის ეს მატჩი, სავარაუდოდ, ივანწმინდას სტადიონზე გაიმართება.