არჩილ ბერიძე - კვარაცხელია ლიგაზე ბათუმის „დინამოს“ ვერ დაეხმარება, 1 ივლისს „ნაპოლის“ შეუერთდება #1TVSPORT
არჩილ ბერიძე - კვარაცხელია ლიგაზე ბათუმის „დინამოს“ ვერ დაეხმარება, 1 ივლისს „ნაპოლის“ შეუერთდება #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია გუნდს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ დაეხმარება და მალე „ნაპოლის“ შეუერთდება.

„ხვიჩას გუნდთან კონტრაქტი 30 ივნისამდე აკავშირებს, მაგრამ იტალიაში 1 ივლისს უნდა წავიდეს. გვსურდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დაგვხმარებოდა, მაგრამ ეს აღარ გამოდის, „ნაპოლისთან“ კონტრაქტი გააფორმა და იტალიურ გუნდს 1 ივლისს უნდა შეუერთდეს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძემ.

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტის თქმით, ეს ტრანსფერი გუნდის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი მომენტია:

ხვიჩასთან მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, ჩამოვიდა, გულით და სულით ითამაშა, დაგვეხმარა. ეს ტრანსფერი ბათუმის „დინამოს“ ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება, რადგან ჩვენი ფეხბურთელი ტოპ-ლიგის გუნდში, „ნაპოლიში“ გადადის. ეს სახელი ჩვენს გუნდს მომავალშიც წაადგება“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული ლიგის მეორე წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და წრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.