არჩილ ბერიძე - დავითაშვილი და აზაროვი ბათუმის „დინამოს“ მალე დატოვებენ #1TVSPORT
არჩილ ბერიძე - დავითაშვილი და აზაროვი ბათუმის „დინამოს“ მალე დატოვებენ #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დაადასტურა, რომ გუნდის ლიდერები, ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვი მალე ახალ კლუბში ითამაშებენ.

„მამუკა ჯუღელი (ფეხბურთელების მენეჯერი) უცხოეთშია და მათ ტრანსფერზე მუშაობს. დიდი ალბათობით, ეს ორი ფეხბურთელი დაგვაკლდება. ამით „დინამო“ ფინანსურად გაძლიერდება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ლეგიონერები ჩამოვიყვანოთ და გავძლიერდეთ“, – განაცხადა არჩილ ბერიძემ.

დავითაშვილისა და აზაროვის მიმართ უცხოელთა ინტერესი პირველად მამუკა ჯუღელმა გაასაჯაროვა. მისი თქმით, ორივე მათგანით იტალიის სერია „ა“-ს გუნდები დაინტერესდნენ.

აზაროვსა და დავითაშვილზეც არის საუბარი სერია „ა“-ს კლუბებში. იტალიურ კლუბების წარმომადგენლები ნამდვილად იყვნენ ჩამოსულები, აკვირდებოდნენ, მათ შორის ნაკრებშიც და კიდევ დააკვირდებიან. ახლა ყველაფერი გვერდზე მაქვს გადადებული – ზურიკოსა და აზაროვის წაყვანა მინდა. წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ უახლოეს მომავალში რაღაცას ველოდებით“, – ეს განცხადება საფეხბურთო მენეჯერმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ გააკეთა.