არჩილ არველაძე ნაკრების გაახალგაზრდავების წინააღმდეგია - შესაძლოა, ასეთმა მიდგომამ ახალგაზრდები უფრო გააფუჭოს #1TVSPORT
არჩილ არველაძე ნაკრების გაახალგაზრდავების წინააღმდეგია - შესაძლოა, ასეთმა მიდგომამ ახალგაზრდები უფრო გააფუჭოს #1TVSPORT

არჩილ არველაძემ საქართველოს ნაკრების მოახლოებულ თამაშებზე საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ილაპარაკა. „ჯვაროსნების“ ყოფილმა თავდამსხმელმა იმ სირთულეებზე ილაპარაკა, რაც ახალ მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს შეხვდება.

სანიოლი პირდაპირ სანაკრებო მატჩებამდე ჩამოვა და ამხანაგურ შეხვედრასაც ვერ გამართავს. ეს მწვრთნელისთვის ცუდი პერიოდია. თანაშემწეებთან კონსულტაცია ექნება, ძველ თამაშებს ნახავს, რომ ფეხბურთელებზე წარმოდგენა შეიქმნას. ისე, გული დამწყდა, რომ ვაკო ყაზაიშვილი კორეაში წავიდა – ევროპაში მინდოდა მეხილა. არაა გამორიცხული, ჩაკვეტაძე გამოიძახოს და გუნდთან ერთად ავარჯიშოს“, – ამბობს არჩილ არველაძე.

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ნაკრების გაახალგაზრდავების იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება: 

სანიოლიმ ახლიდან რა უნდა დაიწყოს? ეს სტერეოტიპია, რომ ახალგაზრდები დავაწინაუროთ. როგორ უნდა მისცე ახალგაზრდებს მასიურად შანსი, თუ სანაკრებო გამოცდილება არ გააჩნიაღ? ასე რომ ავკიდოთ ტვირთი, შეიძლება, ასიდან ერთმა ივარგოს, მაგრამ ბევრი გააფუჭოს“.

არველაძემ მოახლებულ შეხვედრებზე საქართველოს ნაკრების შანსებზეც ილაპარაკა:

„ესპანეთთან რთული მატჩი გვექნება. შვედეთი ესპანეთი არაა და არც საბერძნეთია – ესპანეთი. მაყურებელი საბერძნეთში რომ არ იქნება, ეს კიდევ უფრო დიდი პლუსია, ისევე როგორც შვედეთთან. ისე, ძალიან პესიმისტურად განწყობილიც არ ვარ. შესაძლოა, სამი თამაშიდან ერთიც ვერ მოვიგოთ, მაგრამ მწვრთნელი ბევრ რამეს დაინახავს. ის ლაღი ადამიანი ჩანს და მგონია, რომ ფეხბურთელებთან ურთიერთობას დაამყარებს. მთავარია, ბრძოლისუნარიანი გუნდი დააყენოს“.