არჩილ არველაძე - ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ კაცზე არ არის დამოკიდებული
არჩილ არველაძე - ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ კაცზე არ არის დამოკიდებული

„დიდი იმედი მაქვს, დღეს, საღამოს ჩვენი ნაკრების წარმატებას შამპანურით აღვნიშნავ“, – ასე გამოეხმაურა დღევანდელ ევრო2020-ის ფინალურ შეხვედრას საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ არჩილ არველაძე.

საქართველოს ნაკრების ვეტერანმა თავდამსხმელმა ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრაზე ილაპარაკა.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველოს ნკარების წევრები მოედანზე ყველაფერს ჩადებენ და სანუკვარ შედეგს მიაღწევენ. სამწუხაროა, რომ არ გვყავს ხვიჩა კვარაცხელია, მაგრამ ჩვენი ნაკრები ინდივიდუალურად სუსტი არ არის, რომ მხოლოდ ერთ კაცზე ვიყოთ დამოკიდებულები. გუნდში სხვა ძლიერი ფეხბურთელებიც არიან, რომელთაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ“, – ამბობს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ არჩილ არველაძე.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა „დინამო-არენაზე“ დღეს გაიმართება. ეროვნული გუნდის ისტორიული მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ.