არჩევანი ორ „დინამოს“ შორის - კუტალია სატრანსფერო ფურცელს ელის
არჩევანი ორ „დინამოს“ შორის - კუტალია სატრანსფერო ფურცელს ელის

2019 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირს, ლევან კუტალიას ორი ქართული გუნდი იწვევს და გამორიცხული არაა, საქართველოში დაბრუნდეს.

30 წლის თავდამსხმელი უგუნდოდ დარჩა, რადგან მისი კლუბი, ყაზახეთის პრემიერლიგის პავლოდარის „ირტიში“ დაიშალა. ლევანი გუნდში იანვარში ჩაირიცხა, მაგრამ ოთხი თვე ხელფასი ვერ აიღო და აპირებს, „ირტიშს“ ფიფაში უჩივლოს.

ლევანი თავისუფალი აგენტი გახდა, მაგრამ ახალ გუნდში ვერ ჩაირიცხება, სანამ ყაზახური კლუბიდან და ფეხბურთის ფედერაციიდან გათავისუფლების (ე.წ. სატრანსფერო) ფურცელს არ მიიღებს.

ცნობილი გახდა, რომ ლევან კუტალიას ორი „დინამო“ იწვევს – ბათუმის (რაც ცნობილი იყო) და თბილისის, სადაც 2019 წლიდან გამოდიოდა. მაგრამ ფეხბურთელი გათავისუფლების ფურცლის გარეშე ახალ კონტრაქტს ვერ გააფორმებს.

დატოვე კომენტარი