არჩევანი „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ შორის - ტიმო ვერნერმა ტრანსფერის პერიოდი გაიხსენა
არჩევანი „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ შორის - ტიმო ვერნერმა ტრანსფერის პერიოდი გაიხსენა

„ლაიპციგის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ტიმო ვერნერმა „ჩელსიში“ გადასვლის პერიოდი გაიხსენა და ჟურნალისტებთან გაამხილა, რომ „ლივერპულთან“ აქტიური მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

„ჩელსის“ პარალელურად მოლაპარაკებები არაერთ კლუბთან მქონდა, მათ შორის „ლივერპულთან“, – ციტირებს ტიმო ვერნერის სიტყვებს Goal.com.  – „ლივერპული“ გამორჩეული კლუბია და შესაძლოა, ამ გუნდში რიგებში კარგად ჩავწერილიყავი, მაგრამ საბოლოოდ „ჩელსი“ ავირჩიე და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო“.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ვერნერი „ჩელსიში“ „ლაიპციგიდან“ გადავიდა და ტრანსფერის თანხამ 53 მილიონი ევრო შეადგინა.

დატოვე კომენტარი