არჩათვლილი გოლი, გაძევება და ფრე - „დინამო თბილისი“ „რანდერსს“ დაუზავდა #1TVSPORT
არჩათვლილი გოლი, გაძევება და ფრე - „დინამო თბილისი“ „რანდერსს“ დაუზავდა #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე „დინამო თბილისმა“ მეექვსე ამხანაგური მატჩი დანიური სუპერლიგის „რანდერსთან“ გამართა და ფრედ დაასრულა 1:1.

ანგარიში მე-19 წუთზე თბილისელებმა გაბედავა-კირკიტაძის წამოწყებული სწრაფი შეტევით გახსნეს – დმიტრი ანტილევსკიმ „დინამოში“ სადებიუტო გოლი გაიტანა. მატჩი კახა ცხადაძის გუნდის შეტევებით გაგრძელდა, მოკლე მონაკვეთში დინამოელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, 23-ე წუთზე ნიკა მალიმ მეტოქეს მეორე გაუტანა, თუმცა გევრდითმა არბიტმა თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირა.

მეორე ნახევარში თამაშის სცენარი არ შეცვლილა, „დინამო“ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, „რანდერსი“ კი ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმედებდა. მეტოქემ ანგარიში მატჩის მიწურულს – 79 წუთზე გაათანაბრა, როდესაც ლასე ბერგ იონსენმა პენალტი გამოიყენა.

​აღსანიშნავია, რომ 86-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან „დინამოს“ მცველი საიმონ ბენიო გააძევა და საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა.


დინამო თბილისი 1:1 რანდერსი


გოლები: 1:0 ანტილევსკი (19), 1:1 ბერგ იონსენი (79. პენ)

დინამო თბილისი: პრიეტო, მალი, ბენიო, ხვადაგიანი, კალანდაძე, პაპავა, მოისწრაფიშვილი, ოსეი, კირკიტაძე, გაბედავა, ანტილევსკი

შეცვლაზე გამოვიდნენ: კამარა, ხარაბაძე, მექვაბიშვილი, ბილენკი, იაკობიძე

მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე

გაძევება: ბენიო (86) ​


თურქული შეკრების დასკვნით შეხვედრას „დინამო თბილისი“ 15 თებერვალს გამართავს. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი უზბეკეთის ჩემპიონ „ფახთაქორს“ შეხვდება.