არბიტრმა 2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებული შეცდომა აღიარა
არბიტრმა 2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებული შეცდომა აღიარა

ბრიტანელმა არბიტრმა მარკ კლატენბურგმა გაიხსენა 2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც მადრიდული კლუბები – „რეალი“ და „ატლეტიკო“ ხვდებოდნენ ერთმანეთს.

„იმ ფინალში „რეალს“ პირველ ტაიმში ჰქონდა უპირატესობა, მაგრამ სერხიო რამოსი გოლის მომენტში მცირე თამაშგარეში იყო. ჩვენ ამას შესვენებაზე მივხვდით. ეს რთული ბრძოლა იყო და ჩემმა თანაშემწემ ოფსაიდი ვერ დაინახა.

მეორე ტაიმში პეპემ დაუშვა შეცდომა, როცა მათ კარში პენალტი დაინიშნა. მან მითხრა, რომ ეს არ იყო 11-მეტრიანი. მე ვუპასუხე: „თქვენი პირველი გოლიც არ უნდა ყოფილიყო“, და ის დაწყნარდა“, – თქვა კლატენბურგმა.

იმ ფინალში „რეალმა“ პენალტების სერიაში გაიმარჯვა.