არბიტრი ფედოტოვი: „სპარტაკს“ კვირკველიას გამო „როტორთან“ პენალტი არ უნდა დაერტყა
არბიტრი ფედოტოვი: „სპარტაკს“ კვირკველიას გამო „როტორთან“ პენალტი არ უნდა დაერტყა

მსაჯმა იგორ ფედოტოვმა ვოლგოგრადში გამართული პრემიერლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში მომხდარ ეპიზოდზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ „როტორის“ კარში არბიტრმა „სპარტაკის“ სასარგებლოდ პენალტი უსამართლოდ დანიშნა, რამაც მასპინძლების მარცხი განაპირობა (0:1).

53-ე წუთზე, ვოლგოგრადის „როტორის“ ახალწვეულმა საბა კვირკველიამ მოსკოველთა შემტევის, დიმიტრი სობოლევის საკუთარ საჯარიმოში შეჩერება სცადა, მაგრამ… საქართველოს ნაკრების მცველმა ყვითელი ბარათი მიიღო, „როტორის“ კარში კი პენალტი დანიშნა, რომელიც დაზარალებულმა სობოლევმა გოლად აქცია და „სპარტაკმა“ 1:0 მოიგო. მატჩის ვიდეოჩანაწერში კარგად გამოჩნდა, რომ საბა კვირკველიას მოსკოველი თავდამსხმელი არ წაუქცევია, სობოლევმა კი მომენტი გააფორმა და თავისით წაიქცა.

„სობოლევის წაქცევა პენალტის საფუძველი არ უნდა გამხდარიყო. შემტევს ხელი დაადეს და მერე რა? „სპარტაკს“ ამის გამო “როტორთან“ პენალტი ​​არ უნდა დაერტყა. მსაჯს სურდა ჯარიმის დანიშვნა და დანიშნა კიდეც. მერწმუნეთ, თუ არბიტრს ჯარიმა რომ არ დაენიშნა, VAR–ი არც ჩაერეოდა. ჩემი აზრით, ეს იყო არასწორად დანიშნული პენალტი „როტორის“ კარში,“ – განაცხადა ფედოტოვმა გამოცემა „ჩემპიონატთან“ ინტერვიუში.