არაუხომ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გააგრძელა, გამოსასყიდი თანხა მილიარდი ევროა #1TVSPORT
არაუხომ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გააგრძელა, გამოსასყიდი თანხა მილიარდი ევროა #1TVSPORT

„ბარსელონას“ მცველმა რონალდ არაუხომ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ ურუგვაელთან ახალი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

„ბარსელონამ“ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მილიარდი ევრო ჩაწერა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ 23 წლის ფეხბურთელი დიდი ხანი ვერ ახერხებდა კატალონელებთან შეთანხმებას ახალ კონტრაქტზე, რადგან შეთავაზებული პირობები არ აკმაყოფილებდა.

არაუხო „ბარსელონას“ სისტემაში 2018 წლიდანაა, პირველ გუნდში დებიუტი კი 2019 წლის ოქტომბერში ჰქონდა.