არასპორტული საქციელისთვის ეროვნული ლიგის რამდენიმე მოთამაშე დასაჯეს
არასპორტული საქციელისთვის ეროვნული ლიგის რამდენიმე მოთამაშე დასაჯეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩებში მომხდარი ინციდენტები განიხილეს.

სხდომის მიმდინარეობისას იმსჯელეს „საბურთალო“ – „თელავის“ მატჩის 75-ე წუთზე მომხდარი ინციდენტი შესახებ. კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, მატჩის ვიდეოჩანაწერის ანალიზის შემდეგ, არასპორტული საქციელის (შეფურთხება) გამო, „საბურთალოს“ ფეხბურთელს, გიორგი კოხრეიძეს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 2-ათას ლარიანი ფულადი ჯარიმა განესაზღვრა.

ქართულ „კლასიკოში“- ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩის 68-ე წუთზე თბილისელთა ფეხბურთელმა, გიორგი ქიმაძემ მეტოქის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არასპორტული საქციელი (შეფურთხება) ჩაიდინა, რის გამოც სფფ-ის სადისციპლინო კოდექსით, 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა 2400 ლარის ოდენობით განესაზღვრა. ხოლო ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელს, თორნიკე გრიგალაშვილს მეტოქის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 400 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრა.

დატოვე კომენტარი