არაოფიციალური ინფორმაციით, უეფა-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ბენზემა აირჩია #1TVSPORT
არაოფიციალური ინფორმაციით, უეფა-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ბენზემა აირჩია #1TVSPORT

უეფა-მ მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა 2021-22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, – იტყობინება გაზეთი AS.

საზეიმო ცერემონია, რომელზეც გამოცხადდება სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, 25 აგვისტოს სტამბოლში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ნომინანტთა სამეულში ასევე მოხვდნენ „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი.