არაოფიციალურად - საჩოგბურთო სეზონი 3 აგვისტომდე არ განახლდება
არაოფიციალურად - საჩოგბურთო სეზონი 3 აგვისტომდე არ განახლდება

საჩოგბურთო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მოაწყვეს ონლაინ-შეხვედრა, რომლის დროსაც საჩოგბურთო სეზონის განახლების შესახებ იმსჯელეს.

ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ განიხილება იძულებითი შესვენების 3 აგვისტომდე გაგრძელება.

ეს იმას ნიშნავს, რომ არ ჩატარდება ტურნირები ჰამბურგში, ნიუპორტში, ბასტადში, ლოს-კაბოსში, გშტაადში, უმაგში, ატლანტასა და კიტცბუელში (ATP), აგრეთვე, ბუქარესტში, ლოზანაში, პალერმოში, იურმალაში, ნიუ ჰევენსა და კარლსრუეში (WTA).

ასევე საფრთხის ქვეშაა ვაშინგტონის გაერთიანებული ტურნირი (2-9 აგვისტო) და ტორონტოს „მასტერსი“ (10-16 აგვისტო).

დღეისთვის, საჩოგბურთო სეზონი ოფიციალურად 3 ივლისამდეა შეჩერებული.