არაიური ქეცბაიას წინადადებას დათანხმდა - „ანორთოსისმა“ ფინელების კაპიტანი კაშიას ნაცვლად დაიმატა #1TVSPORT
არაიური ქეცბაიას წინადადებას დათანხმდა - „ანორთოსისმა“ ფინელების კაპიტანი კაშიას ნაცვლად დაიმატა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას გუნდმა, „ანორთოსისმა“ ფინეთის ნაკრების კაპიტანთან, პაულუს არაიურთან შეთანხმებას მიაღწია, – ამის შესახებ ფამაგუსტას კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა.

ცნობის მიხედვით, კვიპროსულმა კლუბმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია პაულუს არაიურისთან ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე. კონტრაქტი გაფორმდება მოგვიანებით, როდესაც ფეხბურთელი კვიპროსში ჩავა და აუცილებელ სამედიცინო გამოკვლევებს გაივლის.

ცენტრალური მცველი 33 წლისაა – თამაშობდა შვედურ „კალმარიში“, პოზნანისლეხში“, დანიურ „ბრონდბიუში“, 2019 წლის აგვისტოს კი კვიპროსულ „პაფოსში“ ჩაირიცხა.

არაიურიმ 54 მატჩი ჩაატარა ფინეთის ნაკრებში და სამი გოლი გაიტანა. პაულუს არაიური ფინეთის ნაკრების კაპიტანია და ევრო 2020-ზე მონაწილეობდა, გუნდში კი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო და ევრო 2020-ზე ფინელების ჩატარებულ სამივე მატჩში გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა.

პაულუს არაიურიმ „ანორთოსისთან“ თანამშრომლობის გამოცხადების შემდეგ პირველი ლაკონური განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.

„მოხარული ვარ, რომ „ანორთოსისთან“ კონტრაქტი გავაფორმე. მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას“, – დაწერა ფინელმა მცველმა.

თავის მხრივ, „ანორთოსისმა“ გამოაქვეყნა მოკლე ვიდეომისალმება არაიურისადმი, რომელიც ევრო 2020-ზე გამოსვლის შემდეგ ამჟამად ისვენებს.

ანორთოსისმა“ ფინელების კაპიტანი გურამ კაშიას ნაცვლად დაიმატა, რომელიც თემურ ქეცბაიას წინადადებას არ დათანხმდა და ვლადიმირ ვაისთან ბრატისლავას „სლოვანში“ თამაში ამჯობინა.

დატოვე კომენტარი