„არაგვმა“ მზადება დაიწყო - მარცხი „სამტრედიასთან“
„არაგვმა“ მზადება დაიწყო - მარცხი „სამტრედიასთან“

წარმატებული სეზონის შემდეგ დუშეთის „არაგვი” ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს – საახალწლო შესვენების შემდეგ ლადო ბურდულმა გუნდი შეკრიბა და სეზონისთვის მზადება დაიწყო.

„არაგვმა” მოსამზადებელი ეტაპისა და წლის პირველი ამხანაგური მატჩი თბილისში ეროვნულ ლიგაში დაწინაურებულ „სამტრედიასთან” გამართა და დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

„ახალი თბილისის” მოედანზე ჩატარებული შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 2:2 იყო, თუმცა საბოლოოდ, „სამტრედიამ” უპირატესობა მოიპოვა და 5:3 გაიმარჯვა.

დუშელები მოსამზადებელი ეტაპის შეხვედრებს აგრძელებენ და მორიგ ამხანაგურ შეხვედრას თბილისში, შრომითი რეზერვების სტადიონზე ეროვნული ლიგის თბილისის „მერანთან“ გამართავენ. მატჩი 23 იანვარს, 13:00-ზე დაიწყება.