„არაგვის“ აღმასრულებელი დირექტორი - გუნდს ფინანსური პრობლემები არ შეექმნება #1TVSPORT
„არაგვის“ აღმასრულებელი დირექტორი - გუნდს ფინანსური პრობლემები არ შეექმნება #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურებული დუშეთის „არაგვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ხუბეჯაშვილმა სეზონის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის მიზნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფინანსური პრობლემები არ შეექმნებათ.

„ახალ სეზონს გუნდი საგრძნობლად გადახალისებული ხვდება და მიზნად ეროვნულ ლიგაში გადასვლას ვგეგმავთ. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ამ კუთხით კლუბს პრობლემები არ შეექმნება – გვყავს რამდენიმე სპონსორი, რამდენიმესთან მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია“, – განაცხადა „არაგვის“ აღმასრულებელი დირექტორი.

„არაგვის“ მთავარი მწვრთნელი, დავით ქოქიაშვილი კი იმედოვნებს, რომ გუნდი ეროვნულ ლიგაში დაწინაურდება.

„ეროვნულ ლიგა 2-ში გადასვლა იოლი არ ყოფილა – ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვა. ახალი სეზონის დაწყებამდე კლუბის ხელმძღვანელობამ მოსამზადებელ ეტაპზე მაქსიმუმი გააკეთა და გუნდში საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები მოვიწვიეთ.

ეროვნულ ლიგაში გადასვლას ვგეგმავთ. ლიგა 2-ში ბევრი ძლიერი გუნდია და დიდი კონკურენცია იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მიზანს მივაღწევთ“, – აცხადებს დავით ქოქიაშვილი.