„არაგვი“ ერთ-ერთმა ლიდერმა დატოვა
„არაგვი“ ერთ-ერთმა ლიდერმა დატოვა

ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება 13 ივლისიდან განახლდება. სეზონისთვის ლიგის დებიუტანტი, დუშეთის „არაგვი“ ემზადება.

ცნობილი გახდა, რომ გუნდი სეზონს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის გარეშე განაახლებს – „არაგვი“ ირაკლი ქათამაძემ დატოვა.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ნახევარმცველმა ირაკლი ქათამაძემ დაგვტოვა. დუშეთის „არაგვის“ სახელით, მადლობას ვუხდით ირაკლის გუნდის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და თითოეული თამაშისთვის, რომელიც ჩვენს რიგებში ჩაატარა! წარმატებას ვუსურვებთ მას ყველგან და ყოველთვის. მადლობა, ირაკლი!“ – წერია დუშეთის „არაგვის“ განცხადებაში.

სეზონს გუნდი მესამე ტურის შეხვედრით განაახლებს – ლადო ბურდულის გაწვრთნილები მარტვილის „მერანს“ ესტუმრებიან. ️მატჩი მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სტადიონზე 14 ივლისს გაიმართება.