არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მათ პოზიციები დაკარგეს
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მათ პოზიციები დაკარგეს

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მათ პოზიციები დაკარგეს. ამის შესახებ განცხადება არაიკ არუთუნიანმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მათმა სამხედროებმა პოზიციები, ძირითადად, სამხრეთ ფლანგზე დაკარგეს.

„ჩვენ ათეულობით მსხვერპლი გვყავს, ათეულობით დაჭრილი, ათობით მსხვერპლი და დაჭრილი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. აპრილთან შედარებით, მასშტაბების შედარება არც კი შეიძლება. ჩვენ წინააღმდეგ, მხოლოდ აზერბაიჯანი კი არა, თურქეთიც ომობს. ისინი თანამედროვე შეიარაღებას და თურქული არმიის კუთვნილ უპილოტო საფრენ აპარატებს, თვითმფრინავებს იყენებენ. ასევე, „ეფ-16“-ს, რომელიც უკვე თვეზე მეტია, აზერბაიჯანშია და ამის მიზეზად წვრთნებს ასახელებენ“, – განაცხადა არუთუნიანმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება დღეს გამთენიისას დაწყო. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. არის მსხვერპლიც.