არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის 500-ზე მეტი ჯარისკაცია დაღუპული
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის 500-ზე მეტი ჯარისკაცია დაღუპული

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის 500-ზე მეტი ჯარისკაცია დაღუპული.

„განადგურდა 17 ტანკი, ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი, სამი ერთეული საინჟინრო და ტექნიკური ჯავშანტექნიკა, 13 უპილოტო თვითმფრინავი, 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე“, – განაცხადა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, არტურ სარქსიანმა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღის ჩრდილოეთ მიმართულებაზე ავიაიერიშები თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს.

დატოვე კომენტარი