არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში დაკარგული პოზიციების ნაწილი აღადგინეს
არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში დაკარგული პოზიციების ნაწილი აღადგინეს

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში დაკარგული პოზიციების ნაწილი აღადგინეს. სომხური მედიის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მხარეებს შორის ბრძოლა ინტენსიურად გრძელდებოდა.

როგორც არაღიარებულ მთიანი ყარაბაღში აცხადებენ, მათი კონტრშეტევების შედეგად დაიღუპნენ აზერბაიჯანელი სამხედროები, ასევე დაზიანდა მათი სამხედრო ტექნიკა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს დილიდან დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები