არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის, ვაგრამ პოღოსიანის პრესმდივნის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის ე.წ. არმიამ ქალაქ მარტუნის რაიონში აზერბაიჯანის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოაგდო. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.