არაბულმა კოალიციამ იემენის ქალაქ ჰოდეიდას ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო
არაბულმა კოალიციამ იემენის ქალაქ ჰოდეიდას ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო

საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა არაბულმა კოალიციამ იემენის საპორტო ქალაქ ჰოდეიდას ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო. სამიზნეს ჰოდეიდაში არსებული სამხედრო ობიექტები წარმოადგენს. ამის შესახებ კოალიციის წარმომადგენელმა თურქი ალ-მალქიმ განაცხადა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ „სამხედრო ობიექტებთან“ მიახლოებისგან.

ალ-მალქის განცხადებით, კოალიციამ ოთხი ობიექტი გაანადგურა, სადაც დისტანციურად მართვადი დანაღმული ნავების დამზადება ხდებოდა.

ჰუსიტების წარმომადგენლების განცხადებით, რომლებიც ამჟამად იემენის ნაწილს აკონტროლებენ და რომელთა წინააღმდეგაც არაბული კოალიცია იბრძვის, კოალიცია შვედეთში გასულ წელს გაერო-ს ეგიდით გაფორმებულ შეთანხმებას არღვევს.

დატოვე კომენტარი