არაბულმა ისევ უჩვეულოდ გაიტანა [ვიდეო]

საბერძნეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში ბაჩანა არაბულმა თავი ისევ გამოიჩინა, ამჯერადაც უჩვეულოდ შესრულებული პენალტით და აუტსაიდერ „ლარიას“ სატურნირო ცხრილში დაწინაურების საშუალება მისცა.

მისი გუნდი „ლამია“ გასვლით შეხვედრაში ათენში „აპოლონ ლიმნისს“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, რაც ქართველი თავდამსხმელის დამსახურება იყო.

26 წლის ქართველი „ლამიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 32-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც კიდევ ერთხელ შეასრულა „მანჩესტერის“ პორტუგალიელი შემტევის, ბრუნო ფერნანდეშის სტილში – მეკარემ დარტყმის მიმართულება გამოიცნო და ბურთსაც შესწვდა, მაგრამ მოგერიება ვეღარ მოახერხა.

22 ტურის შემდეგ „ლამიამ“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა ბრძოლაში, რომელშიც გადარჩენისთვის იბრძვის, 15 ქულით მე-12 ადგილზე გადაინაცვლა და „პანიტოლიკოსს“ გაუსწრო. არაბულმა კი 17 ტურში 3 გოლი გაიტანა და პირადად მისი წარმატებული თამაშით გუნდმა 6 ქულა მოიპოვა.