არაბული საბერძნეთში წლის გოლის ავტორია [ვიდეო] #1TVSPORT
არაბული საბერძნეთში წლის გოლის ავტორია [ვიდეო] #1TVSPORT

ბაჩანა არაბულის გოლი ბერძენმა გულშემატკივრებმა სუპერლიგის დასრულებულ სეზონში საუკეთესოდ აღიარეს – ქართველ თავდამსხმელს მხარი გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა დაუჭირა.

რეგულარული სუპერლიგის მე-14 ტურში „ლამიას“ თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა სალონიკის „არისთან“ მატჩში დუბლი შეასრულა, მისმა გუნდმა კი 2:0 მოიგო. გამორჩეულად ეფექტური მეორე გოლი იყო – არაბულმა მე-17 წუთზე მეტოქის კარი ე.წ. „მაკრატელათი“ აიღო.

 

საუკეთესო გოლის გამოკითხვაში ბაჩანა არაბულმა პირველი ადგილი დიდი უპირატესობით დაიკავა. სუპერლიგის ოფიციალურმა გვერდმა გულშემატკივართა გამოკითხვის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა – 2020-2021 წლების სეზონში NIVEA MEN-ის ჯილდოს მფლობელი ქართველი თავდამსხმელი ხმების თითქმის 53 პროცენტით გახდა.

  1. მ. არაბული (მე -14 ტურის მატჩი) 52.87%
  2. ჩ. წოლისი (მე -11 ტურის მატჩი) 21.09%
  3. გ. ემბილა (21-ე ტურის მატჩი) 5.65%

აღსანიშნავია, რომ „ლამიას“ ქართველმა ლეგიონერმა სეზონი კიდევ ერთი საპატიო ჯილდოთი დაასრულა – არაბული თანაგუნდელებმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ბაჩანა არაბულის გატანილი გოლი ალბათ, სეზონის განმავლობაში ქართველების გატანილ გოლებში მინიმუმ ერთ-ერთი საუკეთესოა.