არაბული კოალიცია იემენში შიიტ ჰუსიტებს დაჭრილების ევაკუაციის შესაძლებლობას მისცემს

08:59, 03.12.2018

საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი არაბული კოალიცია იემენში შიიტ ჰუსიტებს დაჭრილების ევაკუაციის შესაძლებლობას მისცემს. არაბულმა კოალიციამ აღნიშნული გადაწყვეტილება გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის, მარტინ გრიფიტსის თხოვნის საფუძველზე მიიღო.

შეთანხმების თანახმად, გაერო-ს თვითმფრინავი ამბოხებული შიიტების მიერ კონტროლირებულ დედაქალაქ სანაში 3 დეკემბერს ჩაფრინდება და ჰუსიტების 50 მებრძოლს ომანის დედაქალაქ მასკატში გადაიყვანს.

გაერო-ს შუამავლობით, საუდის არაებთისგან მხარდაჭერილ მთავრობას და ამბოხებულებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს. 2014 წელს დაწყებულმა ომმა იემენში ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა.

მსგავსი