არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერები საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერები საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

გამოცემა „გალფ თუდეის“ ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მისმა უმაღლესობამ, შეიხ ხალიფა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მილოცვა გაუგზავნა.

საქართველოს პრეზიდენტს ასევე მიულოცეს არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და აბუ დაბის მმართველმა, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტოუმმა და აბუ დაბის მემკვიდრე პრინცმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილემ, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრმა და აბუ დაბის მემკვიდრე პრინცმა მილოცვა ასევე გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს.

დატოვე კომენტარი