არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ერთ-ერთ ცათამბჯენზე ხანძარია [ვიდეო]

არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში მდებარე ცათამბრჯენზე ხანძარი გაჩნდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის 40-სართულიან „აბკო თაუერზე“ ცეცხლის ჩაქრობას ათობით სახანძრო მანქანა და უპილოტო საფრენი აპარატი ცდილობს.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ცათამბჯენიდან ნამსხვრევები ქუჩაში ცვივა. ხანძრის გაჩენის მიზეზებზე და მსხვერპლზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ცათამბჯენის ახლომდებარე ხუთი შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.