არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ გერმანიაში 40 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავენ
არაბთა გაერთიანებული საამიროები გერმანიაში 40 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს. ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების მინისტრმა განაცხადა.
სულთან აჰმედ ალ-ჯაბერის თქმით, ახალი ინვესტიციები გერმანიის სამრეწველო შესაძლებლობების გაძლიერებასა და კვალიფიციური სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებას მოხმარდება.
„გერმანია ათწლეულების განმავლობაში ჩვენი მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორია. დამატებით 40 მილიარდი ევროს ინვესტირების გეგმა აჩვენებს, რომ ამ ურთიერთობის განვითარებაში გრძელვადიან პერსპექტივას ვხედავთ“, – განაცხადა სულთან აჰმედ ალ-ჯაბერმა.