არაბიძის ულამაზესი გოლი და დუბლი „სამტრედიასთან“ – „ტორპედო“ სამეულს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT
არაბიძის ულამაზესი გოლი და დუბლი „სამტრედიასთან“ – „ტორპედო“ სამეულს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 30-ე ტური ქუთაისში გამართული მატჩით დასრულდა – „ტორპედომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და მისი წაუგებელი სერია გიორგი არაბძის შესანიშნავი თამაშის წყალობით შეაჩერა – 2:0.

„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძლები 34-ე წუთზე დაწინაურდნენ. ქუთაისელთა კარში დანიშნული პენალტი გიორგი არაბიძემ საკმაოდ უცნაურად, გამორბენის გარეშე შეასრულა და „ტორპედო“ დააწინაურა.

45+5-ე წუთზე ქუთაისელები კაცნაკლულები დარჩნენ – ალექსანდარ მიშოვის წაქცევისა და ბოლო იმედი ჯარიმისთვის გიორგი მჭედლიშვილმა წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ „სამტერდიამ“ ამ უპირატესობით ვერ ისარგებლა.

მატჩის გმირი არაბიძე გახდა. გიორგიმ 85-ე წუთზე დაახლოებით 25 მეტრიდან მოჭრილი, ეფექტური დარტყმით „სამტრედიას“ კარი მეორედ აიღო, დუბლი შეასრულა და გოლების რაოდენობა 11-მდე გაზარდა. მან კიდევ ერთხელ დამტკიცა, რომ საქართველოს ნაკრებში მინიმუმ შანსის მიცემას იმსახურებს.

ქუთაისის „ტორპედომ“ 48 ქულა დააგროვა, წყალტუბოს „სამგურალს (45) გადაასწრო და მეოთხე ადგილზეა, მესამეადგილოსან „საბურთალოს“ კი ერთი ქულით ჩამორჩება. „სამტრედიამ“ კი რვამატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და 29 ქულით მერვე პოზიციაზეა.