არაბიძემ შესაძლოა პორტუგალია დატოვოს - ქართველს ისევ უკრაინაში იწვევენ
არაბიძემ შესაძლოა პორტუგალია დატოვოს - ქართველს ისევ უკრაინაში იწვევენ

პორტუგალიის „ნასიონალის“ ნახევარმცველი გიორგი არაბიძე ჩერნიგოვის „დესნას“ ინტერესთა სფეროში მოხვდა – ინფორმაციას Footboom-ი ავრცელებს.

უკრაინული გამოცემის ცნობით, ჩერნიგოველები ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარაში“ რამდენიმე პოზიციის გაძლიერებას აპირებენ. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურა კი 20 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველია.

დონეცკის „შახტარის“ ყოფილი ნახევარმცველი პორტუგალიურ კლუბში ზაფხულში გადავიდა. მაგრამ გიორგის „ნასიონალში“ ხელი ტრავმებმა შეუშალა და მიმდინარე სეზონში, სულ ხუთი მატჩი ითამაშა.

ჯერ უცნობია, „დესნა“ პორტუგალიურ კლუბს ქართველი ნახევარმცველის იჯარით დათმობაზე ელაპარაკება თუ ტრანსფერის გამოსყიდვაზე.