არაბიძემ პორტუგალიაში სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა
არაბიძემ პორტუგალიაში სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა

გიორგი არაბიძე პორტუგალიის პრიმერა (მთავარი) ლიგის კლუბ „ნასიონალში“ ოთხი დღის წინ გადავიდა და პირველივე ამხანაგურ შეხვედრაში თავის გამოჩენა მოახერხა.

20 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი „ნასიონალთან“ ერთად სეზონისთვს ემზადება და საკონტროლო მატჩი დაბალი ლიგის გუნდთან, დილატადას „ვიტორიასთან“ ჩაატარა, რომელშიც მისმა გუნდმა 8:0 მოიგო.

გიორგი „ნასიონალის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში სწორედ მან გახსნა – ქართველმა მეტოქის კარი მეორე წუთზე აიღო და „ვიტორიას“ განადგურებას სათავე დაუდო.

მეორე ტაიმში „ნასიონალის“ მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა შეცვალა და გიორგიც დაასვენა.