არაბიძემ პორტუგალიაში ანგარიში გაათანაბრა - ქართველის გოლმა „ნასიონალს“ ვერ უშველა [ვიდეო]
არაბიძემ პორტუგალიაში ანგარიში გაათანაბრა - ქართველის გოლმა „ნასიონალს“ ვერ უშველა [ვიდეო]

გიორგი არაბიძემ პორტუგალიაში ეფექტური გოლი გაიტანა – „ნასიონალის“ ქართველმა შემტევმა „ტონდელას“ წინააღმდეგ გასვლით შეხვედრაში დაახლოებით 17-18 მეტრიდან „ცხრიანში“ გაუტანა.

ეს პორტუგალიის ლიგის თასის მატჩში მოხდა. ეს ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირია, რომელშიც მონაწილეობენ პორტუგალიის ორი უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის კლუბები.

20 წლის ქართველმა მეტოქის კარი მე-20 წუთზე აიღო და ანგარიში გაათანაბრა (1:1). მაგრამ მისმა გოლმა „ნაციონალს“ ვერ უშველა და საბოლოოდ, 1:2 დამარცხდა.

ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა სტუმართა ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა – ეს გიორგისთვის პორტუგალიაში სადებიუტო გოლი იყო.