არაბიძემ დებიუტში პენალტი ვერ გამოიყენა, „ნასიონალმა“ წააგო [ვიდეო]

22:02, 19.08.2018

გიორგი არაბიძემ პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ბოლო წუთზე გუნდისთვის ქულის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ ეს ვერ მოახერხა.

პრიმეირა ლიგის მეორე ტურში „ნასიონალმა“ „ესტადიო დე მადეირაზე“ „მორეირენსეს“ უმასპინძლა და 94-ე წუთისთვის 1:2-ს აგებდა.

არაბიძე მადეირელთა შემადგენლობაში 71-ე წუთზე გამოჩნდა, 94-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა პენალტი დაარტყა, მაგრამ კარს ააცილა.

„ნასიონალმა“ 1:2 წააგო, ორი ტურის შემდეგ ქულა ვერ მოიპოვა და ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა.

მსგავსი