არაბიძე „ტორპედოსთან“ ერთად ესპანეთში მიემგზავრება #1TVSPORT
არაბიძე „ტორპედოსთან“ ერთად ესპანეთში მიემგზავრება #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ ესპანურ შეკრებაზე მიემგზავრება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა მოსამზადებელი ეტაპისთვის შემდეგი შემადგენლობა შეარჩია:

მეკარეები – ფილიპ კლიაიჩი, ოთო გოშაძე, ავთო მეფარიშვილი

მცველები – გიორგი მჭედლიშვილი, ნიკა სანდოხაძე, პედრო მონტეირო, ცოტნე ნადარაია, ლაშა შერგელაშვილი, ლუკა ელბაქიძე, ამირან ტყეშელაშვილი, ჯუბა დვალიშვილი

ნახევარმცველები – მერაბ გიგაური, ნიკოლა ნინკოვიჩი, რაჰმატ აკბარი, გია მანჯგალაძე, ელიტონ ჟუნიორი, ჟორჟინიო, ფელიპე პირესი, გიორგი არაბიძე

თავდამსხმელები – ბიორნბ იონსენი, დავით იმედაძე

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის „ტორპედოსთან“ ერთად ესპანურ შეკრებაზე მიემგზავრება გიორგი არაბიძე, რომელსაც მიწვევები ჰქონდა, მაგრამ გასული სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ჯერჯერობით საქართველოს თასის მფლობელის განკარგულებაში რჩება.

„ტორპედო“ ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს. სამი მეტოქე უკვე ცნობილია, მეოთხე მეტოქის ვინაობა ადგილზე გაირკვევა. ესპანეთიდან მატჩების ტრანსლაციას კლუბი უზრუნველყოფს.

13.02 სტაბეკი (ნორვეგია)

15.02 ჰერკულესი (ესტონეთი)

17.02 ლევადია (ესტონეთი)