თურქულ შეკრებაზე ვოლგოგრადის „როტორის“ ხელმძღვანელობამ გუნდის ახალწვეულებს, მათ შორის, გიორგი არაბიძეს, სათამაშო ნომრები გადასცა.
პორტუგალიური „ნასიონალიდან“ გადასულმა გიორგი არაბიძემ 21-ნომრიანი მაისურა აირჩია. მასთან ერთად ნომრები გადასცეს ყაზახეთის ნაკრების წევრებს, დიმიტრი შომკოს (70), ალექსეი შჩეტკინს (10), ასევე ბელარუსის ნაკრების წევრს, ივან მაევსკის (14).
პირველ შეკრებაზე გუნდი ორ საკონტროლო თამაშს ჩაატარებს: 21 იანვარს, პოლონეთის ბიალიშტოკის „იაგელონიას“, ხოლო 26 იანვარს, სლოვენიურ „მურას“ წინააღმდეგ. სავარაუდოდ, გიორგი სადებიუტო შეხვედრებს ამ მატჩებში გამართავს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძე მეხუთე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც „როტორში“ ითამაშებს – პორტუგალიური „ნასიონალიდან“ იჯარით გადასულ 22 წლის ნახევარმცველს ვოლგოგრადულ კლუბში დახვდნენ საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი. ამავე დროს, გუნდში ბათუმის „დინამოდან“ ჯოვინო ფლამარიონი დაიმატეს.