არ ველოდი - სალაჰმა „ლივერპულში“ არნე სლოტის მუშაობაზე ილაპარაკა #1TVSPORT
არ ველოდი - სალაჰმა „ლივერპულში“ არნე სლოტის მუშაობაზე ილაპარაკა #1TVSPORT

„ლივერპულის“ ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა აზრი გამოთქვა კლუბის მთავარ მწვრთნელზე არნე სლოტზე.

„იქამდე, სანამ არნე სლოტთან მუშაობა დავიწყე, არ ველოდი, რომ ის ამდენად კარგი იყო… მაგრამ შემდეგ ერთად მუშაობა დავიწყეთ და ახლა სულაც არ ვარ გაკვირვებული. ის შესანიშნავად ერკვევა დეტალებში, ბრწყინვალედ მუშაობს წვრილმანებთან, მას არ აქვს ეგო, როცა შეცდომებს უშვებს… ის ბრწყინვალეა ტაქტიკაში“, – მოჰყავს სალაჰის სიტყვები იტალიელ ჟურნალისტს ფაბრიციო რომანოს.

სლოტი 2024 წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში „ლივერპულს“. დღეს გუნდი დამაჯერებლად ლიდერობს პრემიელიგას და ჩემპიონთა ლიგას.