„აქტობეს“ მწვრთნელი - გარდანის ტრავმა ძალიან დასანანია, „ტორპედოსთან“ კიდევ ორი მოთამაშე დაგვაკლდება #1TVSPORT
„აქტობეს“ მწვრთნელი - გარდანის ტრავმა ძალიან დასანანია, „ტორპედოსთან“ კიდევ ორი მოთამაშე დაგვაკლდება #1TVSPORT

„აქტობეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი კარპოვიჩმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ (4:1) კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩზე კომენტარი გააკეთა.

„უპირველესად, გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან და საჭირო გამარჯვებას ვულოცავ. ევროპულ შეჯიბრებებში სტარტს დიდი ხანია ველოდით და ძალიან გვიხარია, რომ კარგად თამაში მოვახერხეთ.

მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს, რომ ჩემი მოისმინეს, სწორად და საკმაოდ ორგანიზებულად ითამაშეს. ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ. მინდა, ვთქვა, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, წინ საპასუხო მატჩია და მოედანზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

რა მოუვიდა გადრანს? ერთ-ერთი წამყვანი მცველის დაკარგვა ჩემთვის ძალიან დასანანია. თუმცა, ტრავმის სიმძიმე არ ვიცით. იმედია, სერიოზული არაფერი იქნება. მან უნდა გაიაროს გამოკვლევა და ზუსტი დიაგნოზი ამის შემდეგ გვეცოდინება.

გადრანის გარდა, სხვა ტრავმირებულებიც გვყავს – მაგალითად, არმან კენესოვი. ყვითელი ბარათების გამო კი განმეორებით თამაშს ერთდროულად ორი მოთამაშე გამოტოვებს – შომკო და რაიჩკოვიჩი.

რაც შეეხება ახალწვეულებს, ისინი უახლოეს მატჩებში ითამაშებენ. ახალწვეულებს მომზადების დრო არ აქვთ, ამიტომ ვალდებულნი არიან, მომდევნო მატჩებში დაგვეხმარონ. ჩვენ ყველას იმედი გვაქვს“, – განაცხადა კარპოვიჩმა.