„აქტობეს“ მცველი - ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩს მოუთმენლად ველით #1TVSPORT
„აქტობეს“ მცველი - ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩს მოუთმენლად ველით #1TVSPORT

„აქტობეს“ მცველმა, ალიბეკ კასიმმა „ქაისართან“ ყაზახეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩზე (1:0) კომენტარი გააკეთა, რომლითაც მისმა გუნდმა „ასტანასთან“ ჩამორჩენა შეამცირა – ამავე დროს, კონფერენს ლიგაში ქუთაისის „ტორპედოსთან“ მოახლოებულ თამაშებზეც ისაუბრა.

„რთული მატჩი იყო, მაგრამ ამისთვის ვემზადებოდით, რადგან ევროთასების წინ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ვფიქრობ, რასაც ვგეგმავდით, 100%-ით შევასრულეთ და კანონზომიერად მოვიგეთ.

რაც შეეხება ევროთასებზე ჩვენს მომავალ მეტოქეს, ქუთაისის „ტორპედოს“ – სიმართლე გითხრათ, მათი თამაში ჯერ არ მინახავს, ​​მაგრამ დრო გვაქვს, გავაანალიზებთ და მოვემზადებით.

ევროტურნირებზე თამაშს დამუხტული ვხვდებით, რადგან ჩვენი ქალაქის კლუბს დიდი ხანია, საერთაშორისო ასპარეზზე არ უთამაშია. ​​ამიტომ გვინდა, გულშემატკივრები გავახაროთ. ასე რომ, ამ თამაშისთვის სათანადოდ მოვემზადებით“, – ამბობს „აქტობეს“ მცველი.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ „აქტობეს“ 27 ივლისს ქუთაისში, „შენგელია არენაზე“ დაუპირისპირდება, საპასუხო მატჩს კი 3 აგვისტოს სტუმრად ჩაატარებს.